აჯაფსანდალი ბრინჯით
აჯაფსანდალი ბრინჯით
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ბადრიჯანი,
- 150 გრამი ბრინჯი,
- 300 გრამი პამიდორი,
- 2 ცალი ბულგარული წიწაკა,
- 2 ცალი სტაფილო,
- 2 ცალი ხახვი,
- 15 გრამი ქინძი,
- 15 გრამი რეჰანი,
- 15 გრამი ოხრახუში,
- 3 კბილი ნიორი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მწარე წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ბადრიჯანი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მსხვილ კუბიკებად.
- სტაფილო, ბულგარული წიწაკა გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
- ხახვი, ოხრახუში. რეჰანი, ქინძი, მწარე წიწაკა და ნიორი დავჭრათ წვრილად.
- პამიდორი დავაბლენდეროთ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- ქვაბში ჩავასხათ ზეთის ნახევარი და ჩავყაროთ დაჭრილი ბადრიჯანი.
- ბულგარული წიწაკა, სტაფილო და ხახვი დავაყაროთ ბადრიჯანს ზევიდან.
- ბრინჯი გავრეცხოთ და მოვაყაროთ ზევიდან.
- მოვასხათ გატარებული პამიდორი.
- ქინძი, ოხრახუში, რეჰანი,მწარე წიწაკა, ნიორი მოვაყაროთ ზევიდან გადანაწილებულად.
- მოვასხათ დარჩენილი ზეთი,მოვაყაროთ მარილი, შევდგათ საშუალო ცეცხლზე და ვხარშოთ ბრინჯის მოხარშვამდე.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.