შემწვარი კარტოფილი კამით
შემწვარი კარტოფილი კამით
ინგრედიენტები:
- 300 გრამი კარტოფილი,
- 5 გრამი კამა,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ დიდი გრძელი ზომის ნაჭრებად.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- ცხელ ტაფაზე დავალაგოთ დაჭრილი კარტოფილი და შევწვათ ყველა მხრიდან.
- შემწვარი კარტოფილი გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა, მარილი და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელად მიირთვით.