ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული
ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული
ინგრედიენტები:
- 1.2 კილოგრამი ყვავილოვანი კომბოსტო,
- 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო,
- 15 გრამი მწვანე ხახვი,
- 50 გრამი ტარხუნა,
- 15 გრამი მჟაუნა,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 10 გრამი კამა,
- 3 კბილი ნიორი,
- 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით დაფქული წითელი წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ყვავილოვანი კომბოსტო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავანაწევროთ საშუალო ზომის ნაჭრებად.
- მწვანე ხახვი, მჟაუნა, ქინძი, ოხრახუში, კამა დავჭრათ წვრილად.
- ტარხუნას გამოვაცალოთ ღეროები და დავჭრათ წვრილად.
- მწვანილები მოვათავსოთ საშუალო ზომის თასზე და აურიოთ ერთმანეთში.
- ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი მოვათავსოთ დაჭრილი ყვავილოვანი კომბოსტო დავასხათ წყალი ისე რომ დაიფაროს კომბოსტო მთლიანად და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- ადუღებიდან 10 წუთში გადმოვიღოთ ცეცხლიდან და მოვათავსოთ საწურზე.
- ქვაბში ჩავაწყოთ მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტოს ნახევარი, მოვაყაროთ მწვანილების ნაზავის ნახევარი,პილპილი, მარილი და ნიორსაჭყლეტში გადატარებული ნიორი.
- ისევ მოვაყაროთ დარჩენილი მოხარშული ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანილების ნაზავი, პილპილი, მარილი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- დავასხათ 1 ჩაის ჭიქა თეთრი ღვინო, 1 ჩაის ჭიქა წყალი და 50 მილილიტრი მცენარეული ზეთი.
- 10 წუთის შემდეგ ამოურიოთ და გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე კიდევ 10 წუთი.
- მომზადებული კერძი ამოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელად მიირთვით.