ყაბაყის ალადები
ყაბაყის ალადები
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ყაბაყი,
- 3 ცალი კვერცხი,
- 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
- 10 გრამი კამა,
- 2 კბილი ნიორი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით არაჟანი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და გავხეხოთ საშუალო ზომის სახეხზე.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- სასალათეში ჩავახალოთ 3 კვერცხი და ავთქვიფოთ.
- დაუმატოთ გახეხილი ყაბაყი, კამა, ნიორი, შავი პილპილი, მარილი, ფქვილი და კარგად აურიოთ.
- გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და სუფრის კოვზით დავასხათ მიღებული მასა მრგვალ ფორმებად.
- შევწვათ ორივე მხრიდან.
- კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვასხათ არაჟანი და მივირთვათ ცხლად.