ბოსტნეული

ბადრიჯნის რგოლები ნივრით, რეცეპტი.

ბადრიჯნის რგოლები ნივრით

ბადრიჯნის რგოლები ნივრით

ბადრიჯნის რგოლები ნივრით

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ბადრიჯანი,
  • 2 ცალი პამიდორი,
  • 3 კბილი ნიორი,
  • 250 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრად მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5-7 წუთი.
  2. პამიდორი დავჭრათ მრგვალ ნაჭრებად.
  3. ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  4. გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ორივე მხრიდან.
  5. ლანგარზე დავალაგოთ ბადრიჯნის და პამიდვრის რგოლები და გადაუსვათ დაჭყლეტილი ნიორი.
  6. მოვაყაროთ მარილი, შავი პილპილი გემოვნებით და მოვრთოთ ქინძის ფურცლბით.