სხვა

uova იტალიურად, კვერცხი იტალიური შიგთავსით.

uova იტალიურად

uova იტალიურად

uova იტალიურად

ინგრედიენტები:

  • 4 ცალი კვერცხი,
  • 50 გრამი ყველი,
  • 2 კბილი ნიორი,
  • გემოვნებით მაიონეზი,
  • გემოვნებით მწვანილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. მწვანილი დავჭრათ წვრილად.
  2. კვერცხი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე და ამოვიღოთ გულები.
  3. ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
  4. კვერცხის გული გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
  5. ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
  6. სასალათეში მოვათავსოთ ყველი, კვერცხის გულები, ნიორი,მწვანილი.
  7. დაუმატოთ მარილი, მაიონეზი გემოვნებით და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
  8. მიღებული მასით ამოვავსოთ კვერცხის ცილა ისე რომ ზედაპირსაც ფარავდეს 1-2 მილიმეტრით და გავაფორმოთ მაიონეზით.