ბადრიჯნის რულეტი
ბადრიჯნის რულეტი
ინგრედიენტები:
- 2 ცალი ბადრიჯანი,
- 2 ცალი სტაფილო,
- 1 ცალი ხახვი,
- 2 ნაჭერი სულგუნი,
- 2 კბილი ნიორი,
- 300 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი,
მომზადება:
- ბადრიჯანი დავჭრათ გრძელ თხელ ნაჭრებად დავაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5-7 წუთი.
- გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ერთი მხრიდან.
- სტაფილო გავხეხოთ წვრილ სახეხზე, ხახვი დავჭრათ წვრილად მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში და დაუმატოთ მარილი და შავი პილპილი.
- ავიღოთ შემწვარი ბადრიჯანი დავდოთ შემწვარი მხრიდან ზევით და დავადოთ ხახვისა და სტაფილოს საკმაზი.
- სულგუნი დავჭრათ წვრილ კუბიკებათ და დავალაგოთ 1-2 კუბიკი შემწვარ ბადრიჯანზე.
- ბადრიჯანი გადავახვიოთ და შევწვათ ყველა მხრიდან მცენარეულ ზეთში.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.