სამშაბათი , დეკემბერი 11 2018
Home >> კულინარია >> წვნიანი >> მაწვნის სუპი

მაწვნის სუპი

მაწვნის სუპიPrep time: 10 minsCook time: 20 minsTotal time: 30 minsმაწვნის სუპი

4.91
11
    Ingredients

  • 500 მილილიტრი მაწონი
  • 1 ცალი ხახვი
  • 2 ცალი კვერცხი
  • 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი
  • 50 გრამი ბრინჯი
  • 2 კბილი ნიორი
  • 5 ღერი ქინძი
  • 3 ღერი კამა
  • 2 ღერი პიტნა
  • 20 მილილიტრი მცენარეული ზეთი
  • გემოვნებით მარილი
    Directions

  1. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  2. ქინძი, კამა და პიტნა დავჭრათ წვრილად.
  3. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  4. საშუალო ზომის თასში ჩავასხათ მაწონი, ჩავახალოთ კვერცხი, მოვაყაროთ პურის ფქვილი და გავხსნათ ერთმანეთში კარგად.
  5. საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
  6. ჩავყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
  7. დაუმატოთ 800 მილილიტრი წყალი, ავადუღოთ და დაუმატოთ ბრინჯი.
  8. ბრინჯი რომ მოიხარშება დავუმატოთ მომზადებული მაწვნის სითხე და ურიოთ სანამ არ ადუღდება.
  9. ადუღების შემდეგ დაუმატოთ ნიორი, მარილი, მწვანილი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  10. მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
  11. გემრიელად მიირთვით.

Yield1 ქვაბი

Serving size: 8
Calories per serving: 90 კკალ.
Fat per serving: 5.5 გრამი.

მსგავსი სიახლე

გუფთა

გუფთა

კარტოფილი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მოგრძო მსხვილ ნაჭრებად. ხახვი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში. ავიღოთ საშუალო ზომის თასი, მოვათავსოთ ფარში დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, გატარებული ხახვი, ნიორი, წიწაკა, ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური, კვერცხი

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE