კვერცხიანი პომიდორი სარდელით
კვერცხიანი პომიდორი სარდელით
ინგრედიენტები:
- 8 ცალი კვერცხი,
- 2 ცალი სარდელი,
- 1 კილოგრამი პამიდორი,
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა (მწვანე),
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა (წითელი),
- 1 ცალი ხახვი,
- 10 გრამი რეჰანი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 10 გრამი ქინძი,
- 3 კბილი ნიორი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- სარდელი დავჭრათ საშუალო სისქის ბრტყელ ნაჭრებად.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ბულგარული წიწაკა დავჭრათ გრძელ წვრილ ნაჭრებად.
- რეჰანი, ქინძი და ოხრახუში დავჭრათ წვრილად.
- პამიდორი გავრეცხოთ, გადავავლოთ ადუღებული წყალი, გავფცქვნათ და დავაბლენდეროთ ან გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- ნიორი დავჭრათ წვრილად.
- გახურებულ ტაფაზე მოვასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ დაჭრილი სარდელი და შევწვათ ორივე მხრიდან.
- დაუმატოთ ხახვი, ბულგარული წიწაკა, ნიორი და ჩავშუშოთ.
- დავასხათ დაბლენდერებული პამიდორი და ავადუღოთ.
- ადუღების შემდეგ ფრთხილად ჩავახალოთ კვერცხი ისე რომ ერთმანეთს არ შეეხონ, დაუწიოთ ცეცხლს და დაბალ ცეცხლზე ვადუღოთ დაახლოებით 5-6 წუთი.
- დაუმატოთ მწვანილები, წიწაკა, მარილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.