ოთხშაბათი , ნოემბერი 21 2018
Home >> კულინარია >> ბოსტნეული >> დიეტური სუპი

დიეტური სუპი

დიეტური სუპიPrep time: 15 minsCook time: 30 minsTotal time: 45 minsდიეტური სუპი

4.85
27
    Ingredients

  • 200 გრამი კარტოფილი
  • 200 გრამი მაკარონი
  • 2 კბილი ნიორი
  • 100 გრამი სტაფილო
  • 10 გრამი კამა
  • 10 გრამი ოხრახუში
  • 10 გრამი ქინძი
  • 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი
  • 1 თავი ხახვი
  • გემოვნებით მარილი
    Directions

  1. სტაფილო დავჭრათ საშუალო ზომის კუბიკებად.
  2. კარტოფილი დავჭრათ დიდი ზომის კუბიკებად.
  3. ხახვი დავჭრათ წვრილად.
  4. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  5. ქინძი, ოხრახუში და კამა დავჭრათ წვრილად.
  6. საშვალო ქვაბში ჩავასხათ მცენარეული ზეთი, ჩავყაროთ სტაფილო, ხახვი და ვშუშოთ სანამ არ მიიღებს ოქროსფერს.
  7. მოშუშულ სტაფილოს და ხახვს დავასხათ წყალი ისე რომ აივსოს ქვაბი ნახევრამდე და ავადუღოთ.
  8. ჩავყაროთ მაკარონი და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.
  9. დაუმატოთ კარტოფილი და მოცემული მწვანილის ნახევარი.
  10. კარტოფილი რომ მოიხარშება დაუმატოთ მარილი, ნიორი, დარჩენილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
  11. კერძი ამოვიღოთ ღრმა ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.

Yield6 თეფში

Serving size: 6
Calories per serving: 120
Fat per serving: ?

მსგავსი სიახლე

ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული

ყვავილოვანი კომბოსტოს ჩაქაფული

ყვავილოვანი კომბოსტო გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავანაწევროთ საშუალო ზომის ნაჭრებად. მწვანე ხახვი, მჟაუნა, ქინძი, ოხრახუში, კამა დავჭრათ წვრილად. ტარხუნას გამოვაცალოთ ღეროები და დავჭრათ წვრილად. მწვანილები მოვათავსოთ საშუალო ზომის თასზე და აურიოთ ერთმანეთში. ავიღოთ საშუალო

Optimization WordPress Plugins & Solutions by W3 EDGE