ბოსტნეულის ტორტი
ბოსტნეულის ტორტი
ინგრედიენტები:
- 200 მილილიტრი მაიონეზი,
- 150 გრამი კომბოსტო,
- 150 გრამი სტაფილო,
- 200 გრამი კარტოფილი,
- 200 გრამი ჭარხალი,
- 2 ცალი კვერცხი,
- 1 ცალი ხახვი,
- 10 გრამი კამა,
- 10 გრამი ოხრახუში,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კომბოსტო დავჭრათ წვრილ გრძელ ნაჭრებად, დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 10 წუთი.
- კომბოსტო ხელით კარგად დავსრისოთ და გავწუროთ.
- კვერცხი მოვხარშოთ გავფცქვნათ და განვაცალკევოთ ცილა გულისგან.
- კვერცხის გული გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- სტაფილო, კარტოფილი, ჭარხალი, მოვხარშოთ, გავასუფთაოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ოხრახუში და კამა დავჭრათ წვრილად.
- ავიღოთ დიდი ლანგარი მოვათავსოთ შუაში მოგრძო ფორმის ჭიქა და გარშემო ფენაფენა მოვათავსოთ ბოსტნეული.
- ფენების თანმიმდევრობაა : კომბოსტო-კარტოფილი-ჭარხალი-სტაფილო-კომბოსტო-კარტოფილი-კვერცხის გული.
- ფენებს შორის გადაუსვათ მაიონეზი და მოვაყაროთ ცოტა ხახვი,მწვანილი და შავი პილპილი გემოვნებით.
- მიღებულ ტორტს მთლიანად გადაუსვათ გარედან მაიონეზი და მოვრთოთ ჭარხლი, სტაფილო, კვერცხის ცილა და მწვანილით.
- დასრულების შემდეგ ფრთხილად ამოვიღოთ ტორტიდან ჭიქა.