ბადრიჯანი თხილით
ბადრიჯანი თხილით
ინგრედიენტები:
- 2 ცალი ბადრიჯანი,
- 150 გრამი თხილი,
- 1 ცალი ბროწეული,
- 2 ცალი ხახვი,
- 4 კბილი ნიორი,
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი,
- 5 გრამი ქინძი,
- 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით წიწაკა დაფქული,
- გემოვნებით ძმარი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ბადრიჯანი გავრეცხოთ, დავჭრად მრგვალ ნაჭრებად, მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5-7 წუთი.
- ქინძი დავჭრათ წვრილად.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი და თხილი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ორივე მხრიდან.
- ხახვი მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში.
- სასალათეში მოვათავსოთ გატარებული თხილი, მოშუშული ხახვი, წვრილად დაჭრილი ქინძი, ხმელი ქინძი, უცხო სუნელი, მარილი, წიწაკა, ძმარი, ცოტა წყალი და აურიოთ ერთმანეთში.
- დაუმატოთ შემწვარი ბადრიჯნის რგოლები და კიდევ ერთხელ აურიოთ.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მოვრთოთ ბროწეულით.
- გემრიელათ მიირთვით.