ატმის ჯემი
ატმის ჯემი
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ატამი (დაჭრილი),
- 4 ჩაის ჭიქა შაქარი,
- 0.5 ჩაის ჭიქა წყალი.
მომზადება:
- კანმოცილებული და კურკაგამოცლილი ატამი დავჭრათ ერთნაირი სიდიდის ნაჭრებად.
- მოვათავსოთ ქვაბში, მოვაყაროთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი, დავახუროთ სახურავი და გავაჩეროთ 3-4 საათი.
- დავდგათ ცეცხლზე, როცა ადუღდებას დაიწყებს, დავასხათ 0.5 ჩაის ჭიქა წყალი.
- დაუმატოთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი, დავახუროთ თავსახური და ვხარშოთ ვიდრე მზად არ იქნება.
- მომზადებული ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
- ჯემი შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
- გემრიელათ მიირთვით.