დესერტი

ვაშლის ჯემი, მარტივი და გემრიელი რეცეპტი.

ვაშლის ჯემი

ვაშლის ჯემი

ვაშლის ჯემი

ინგრედიენტები:

  • 1 კილოგრამი ვაშლი,
  • 3 ჩაის ჭიქა შაქარი,
  • 1 ჩაის ჭიქა წყალი.

მომზადება:

  1. ვაშლი გავრეცხოთ, გავთალოთ, ამოვაცალოთ კურკები და დავჭრათ წვრილად.
  2. ავიღოთ ემალირებული ქვაბი ჩავასხათ წყალი, დაუმატოთ 1 ჩაის ჭიქა შაქარი, დაუმატოთ ვაშლი, ამოურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.
  3. რომ ადუღდება ურიოთ ხშირად რომ არ მიიკრას ქვაბზე.
  4. 10 წუთი დუღილის შემდეგ დაუმატოთ 2 ჩაის ჭიქა შაქარი, ამოურიოთ და გავაგრძელოთ დუღილი მომზადებამდე(როდესაც ვაშლის მასა იქნება ერთი ფერის ჯემი მზადაა).
  5. მომზადებული ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
  6. ჯემი შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
  7. გემრიელათ მიირთვით.