uova იტალიურად
uova იტალიურად
ინგრედიენტები:
- 4 ცალი კვერცხი,
- 50 გრამი ყველი,
- 2 კბილი ნიორი,
- გემოვნებით მაიონეზი,
- გემოვნებით მწვანილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- მწვანილი დავჭრათ წვრილად.
- კვერცხი მოვხარშოთ, გავფცქვნათ, გავჭრათ შუაზე და ამოვიღოთ გულები.
- ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
- კვერცხის გული გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
- ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- სასალათეში მოვათავსოთ ყველი, კვერცხის გულები, ნიორი,მწვანილი.
- დაუმატოთ მარილი, მაიონეზი გემოვნებით და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
- მიღებული მასით ამოვავსოთ კვერცხის ცილა ისე რომ ზედაპირსაც ფარავდეს 1-2 მილიმეტრით და გავაფორმოთ მაიონეზით.