ბოსტნეულის ტორტი გული
ბოსტნეულის ტორტი გული
ინგრედიენტები:
- 180 მილილიტრი მაიონეზი,
- 4 ცალი კარტოფილი,
- 2 ცალი სტაფილო,
- 1 ცალი კვერცხი,
- 1 ცალი ხახვი,
- 1 ცალი ბროწეული,
- 2 ცალი კიტრის მარინადი,
- 1 ცალი ჭარხალი,
- 20 გრამი კამა,
- 5 გრამი ქინძი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ჭარხალი გავრეხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- სტაფილო გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- კვერცხი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად.
- ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ წვრილად.
- 5 გრამი ქინძი და 5 გრამი კამა დავჭრათ წვრილად.
- კიტრის მარინადი დავჭრათ წვრილად.
- ბროწეული გავარჩიოთ.
- ავიღოთ ლანგარი, მოვათავსოთ გახეხილი კარტოფილი და მივცეთ გულის ფორმა.
- მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი და გადაუსვათ მაიონეზი.
- მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კვერცხი და მწვანილები.
- მოვაყაროთ დაჭრილი კიტრის მარინადი.
- მოვაყაროთ გახეხილი სტაფილო.
- მოვაყაროთ გახეხილი ჭარხალი, მარილი, შავი პილპილი და გადაუსვათ მაიონეზი.
- გარჩეული ბროწეულის მარცვლები მივაწეპოთ გულს ყველა მხრიდან.
- ტორტის გარშემო მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
- გემრიელად მიირთვით.