გოზინაყის ბურთულები თხილით
გოზინაყის ბურთულები თხილით
ინგრედიენტები:
- 300 გრამი თხილი,
- 100 გრამი თაფლი,
- 2 სუფრის კოვზი შაქარი.
მომზადება:
- თხილი მოვხალოთ ტაფაზე გავაგრილოთ და მოვაცალოთ კანი.
- თხილი დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
- თაფლი დავასხათ ტაფაზე თან ვურიოთ ხის კოვზით რომ არ მიიკრას და ავადუღოთ.
- ტაფა გადმოვდგათ ცეცხლიდან და გავაგრილოთ.
- ესე გავიმეოროთ სულ სამჯერ.
- დაუმატოთ შაქარი, კიდევ ერთხელ ავადუღოთ, დაუმატოთ დაჭრილი მოხალული თხილი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- ავიღოთ სუფრის კოვზით გოზინაყი ტაფიდან, სველი ხელებით მივცეთ ბურთის ფორმა და დავალაგოთ წყალ გავლებულ (სველ) ლანგარზე.
- გემრიელათ მიირთვით.