კომშის მურაბა
კომშის მურაბა
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი კომში,
- 1 კილოგრამი შაქარი.
მომზადება:
- კომში გავრეცხოთ, გავთალოთ, ამოვაცალოთ კურკები და დავჭრათ სასურველო ზომის ნაჭრებად.
- ავიღოთ ემალირებული ქვაბი ჩავასხათ 2 ლიტრამდე წყალი და ავადუღოთ.
- ადუღებულ წყალში ჩავყაროთ კომში და ვადუღოთ სანამ არ დარბილდება.
- საწურით ამოვიღოთ კომში და გავშალოთ ლანგარზე.
- კომშის ნახარში გავატაროთ საცერში ან საწურში.
- ქვაბში ჩავასხათ 2 ჩაის ჭიქა კომშის ნახარში შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ნელნელა დაუმატოთ შაქარი.
- მოვადუღოთ სიროპი, ჩავყაროთ კომში და ვხარშოთ მომზადებამდე.
- მომზადებული მურაბა ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
- მურაბა შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
- გემრიელათ მიირთვით.