ბლინები ხორცით
ბლინები ხორცით
ინგრედიენტები:
- შიგთავსი:
- 800 გრამი საქონლის ხორცი ან ფარში,
- 200 გრამი ხახვი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი,
- ბლინები:
- 6 ცალი კვერცხი,
- 600 მილილიტრი წყალი,
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი,
- რამდენსაც შეიზელს პურის ფქვილი,
- 1 ჩაის კოვზი მარილი.
მომზადება:
- შიგთავსი:
- ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში.
- საქონლის ხორცი მოვხარშოთ და გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და შეურიოთ მოშუშულ ხახვს.
- თუ ვაკეთებთ ფარშით მაშინ უნდა მოვშუშოთ ფარში მცენარეულ ზეთში, დაუმატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და გავაგრძელოთ შუშვა მომზადებამდე.
- დაუმატოთ მარილი, შავი პილპილი და აურიოთ.
- შიგთავსი მზადაა.
- ბლინები:
- ავიღოთ საშუალო ზომის თასი.
- ჩავახალოთ კვერცხი და ავთქვიფოთ მიქსერით ან სამზარეულოს სათქვეფით , ჩავასხათ წყალი, მცენარეული ზეთი, მარილი და ავთქვიფოთ.
- შევაზილოთ იმდენი პურის ფქვილი რომ მივიღოთ თხელი ბლანტი მასა.
- გავახუროთ ტაფა, მოუსვათ სამზარეულოს ფუნჯით ან მარლით მცენარეული ზეთი.
- დავასხათ ტაფის შუაში მიღებული სითხე იმდენი რომ ეყოს თქვენს მიერ შერჩეულ ტაფის ზომას.
- ვაბრუნოთ ტაფა ისე რომ სითხე გაიშალოს მთლიან ტაფაზე.
- ბლინები შევწვათ ერთი მხრიდან და გადმოვიღოთ ლანგარზე.
- ავიღოთ ბლინი და დავდოთ შემწვარი მხრიდან ზევით.
- ბლინებზე ქვედა მხარეს მოვათავსოთ შიგთავსი, გადაუკეცოთ გვერდები და გადავახვიოთ.
- გავახუროთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბლინები ყველა მხრიდან.
- კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელათ მიირთვით.