სხვა, ხორცეული

ჰამბურგერი, მარტივი კერძის რეცეპტი.

ჰამბურგერი

ჰამბურგერი

ჰამბურგერი

ინგრედიენტები:

  • კატლეტისთვის:
  • 200 გრამი საქონლის ხორცის ფარში,
  • 2 ცალი ხახვი,
  • 1 ცალი კარტოფილი,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 5 გრამი ქინძი,
  • 5 გრამი ოხრახუში,
  • 1 ცალი კვერცხი,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი,
  • ჰამბურგერისთვის:
  • 6 ცალი ჰამბურგერის ფუნთუშა,
  • 6 ცალი ჩვენს მიერ მომზადებული კატლეტი,
  • 12 ცალი სალათის ფურცლები,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 1 ცალი პამიდორი,
  • გემოვნებით კიტრის მარინადი,
  • გემოვნებით პამიდვრის საწებელა,
  • გემოვნებით მაიონეზი.

მომზადება:

  1. კატლეტი:
  2. ხახვი, კარტოფილი მწვანილები და ნიორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  3. თასში მოვათავსოთ ფარში, გატარებული მასა, დაუმატოთ კვერცხი, წიწაკა, მარილი და აურიოთ.
  4. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, გავაკეთოთ ფარშისგან მრგვალი ბრტყელი ფორმები და დავალაგოთ ტაფაზე.
  5. კატლეტი შევწვათ ორივე მხრიდან.
  6. ჰამბურგერი:
  7. ხახვი დავჭრათ მთლიან მრგვალ ნაჭრებად.
  8. პამიდორი დავჭრათ მთლიან მრგვალ ნაჭრებად.
  9. კიტრის მარინდადი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
  10. ავიღოთ თეფში დავდოთ გაჭრილი ფუნთუშის ქვედა მხარე და გადაუსვათ სასურველი რაოდენობის პამიდვრის საწებელა.
  11. დავალაგოთ ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: სალათის ფურცელი, პამიდორი, კატლეტი, ხახვი, სალათის ფურცელი, გადაუსვათ მაიონეზი, პამიდორი, კიტრის მარინადი და დავადოთ გაჭრილი ფუნთშის ზედა მხარე.
  12. გემრიელათ მიირთვით.