ჭარხლის ფხალი ზეთში
ჭარხლის ფხალი ზეთში
ინგრედიენტები:
- 2 კილოგრამი ჭარხლის ფოთლები,
- 4 ცალი ხახვი,
- 5 კბილი ნიორი,
- 5 გრამი ნიახური,
- 15 გრამი ქინძი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 10 გრამი კამა,
- 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- მწვანილები დავჭრათ წვრილად.
- ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- ჭარხლის ფოთლები გავარჩიოთ, გავრეცხოთ, მოვათავსოთ ქვაბში, დავასხათ წყალი და მოვთუთქოთ.
- მოთუთქული ჭარხლის ფოთლები ამოვიღოთ საწურზე და გავაგრილოთ.
- გაგრილებული ფოთლები გავწუროთ და დავკეპოთ წვრილად.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი, შემოვდგათ ცეცხლზე, დავაყაროთ წვრილად დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
- დაუმატოთ წვრილად დაკეპილი ჭარხლის ფოთლები ამოურიოთ და ვშუშოთ კიდევ 7 წუთი.
- დაუმატოთ წვრილად დაჭრილი მწვანილები, ნიორი, მარილი, წიწაკა, ამოურიოთ და ვშუშოთ კიდევ 2-3 წუთი.
- გამზადებული კერძი შეიძლება მივირთვათ ცხლად ან ცივად.
- გემრიელათ მიირთვით.