იმერული მჭადი
იმერული მჭადი
ინგრედიენტები:
- 400 გრამი სიმინდის ფქვილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- სიმინდის ფქვილი გავცრათ საცერში.
- მოვათავსოთ თასში დაუმატოთ მარილი და წყალი.
- მოვზილოთ ცომი.
- დავდგათ ტაფა ცეცხლზე და კარგად გავაცხელოთ.
- გავაკეთოთ ცომისგან მრგვალი ბრტყელი ფორმა, დავაკრათ ტაფაზე და მჭადის გვერდები ბოლომდე მივიყვანოთ ტაფის გვერდებამდე ხელის დაჭერით.
- მჭადი შუაში ჩავჩხვლიტოთ თითით.
- დაუწიოთ ცეცხლს და დავაფაროთ თავსახური ტაფას 15 წუთით.
- 15 წუთის შემდეგ მოვხადოთ თავსახური ტაფას, დაველოდოთ თავის მოშრობას და შევანჯღრიოთ, თუ მჭადის გვერდები მოძვრება ტაფას თავისუფლად შეგვიძლია ამოვაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდანაც 15 წუთის განმავლობაში.
- მჭადი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.