ზაფხულის ტოლმა
ზაფხულის ტოლმა
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ბულგარული წიწაკა,
- 250 გრამი ბრინჯი,
- 250 გრამი პამიდორი,
- 200 გრამი სტაფილო,
- 3 ცალი ხახვი (საშუალო ზომის),
- 3 კბილი ნიორი,
- 15 გრამი ქინძი,
- 15 გრამი ოხრახუში,
- 15 გრამი კამა,
- 15 გრამი რეჰანი,
- 1 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
- 2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი,
- 1 სუფრის კოვზი ყვითელი ყვავილი (სუნელი),
- გემოვნებით მწარე წიწაკა,
- გემოვნებით მარილი,
მომზადება:
- ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ მოვაჭრათ თავები და გავასუფთაოთ შიგთავსისგან.
- სტაფილო დავჭრათ მსხვილ კუბიკებად.
- ბრინჯი გავრეცხოთ.
- ხორცსაკეპ მანქანაში გავატაროთ მწვანილი, ხახვი, ნიორი და მწარე წიწაკა.
- სასალათეში ჩავყაროთ ბრინჯი, სტაფილო, გატარებული მწვანილები, ზეთი, ყვითელი ყვავილი, მარილი და კარგად ამოურიოთ.
- მიღებული მასით გამოვტენოთ ბულგარული წიწაკა, ჩავაწყოთ ქვაბში, დავაფაროთ თეფში და დავადოთ რაიმე სიმძიმე ზევიდან.
- ქვაბში ჩავასხათ წყალი ისე რომ ჩაწყობილი ბულგარული წიწაკა იფარებოდეს ნახევრამდე და დავდგათ საშუალო ცეცხლზე.
- ვადუღოთ 15 წუთი.
- პამიდორი დავაბლენდეროთ ან გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში და დაუმატოთ პამიდორის პასტა.
- მიღებული მასა ჩავასხათ ქვაბში და კიდევ ვადუღოთ 15 წუთი.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე, მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი ოხრახუში და მივირთვათ ცხლად.