შემწვარი ორაგული მაიონეზში
შემწვარი ორაგული მაიონეზში
ინგრედიენტები:
- 800 გრამი ორაგული,
- 400 მილილიტრი მაიონეზი,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი კამა,
- 4 კბილი ნიორი,
- 200 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 200 გრამი ხორბლის ფქვილი,
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (სუნელი),
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ორაგული გავასუფთავოთ გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებათ.
- დავაყაროთ მარილი ორივე მხრიდან და გავაჩეროთ 4-5 წუთი.
- თითოეული ნაჭერი კარგად ამოვავლოთ პურის ფქვილში.
- გავაცხელოთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი.
- დავალაგოთ ფქვილში ამოვლებული ნაჭრები გახურებულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.
- შეწვის დროს ტაფას სახურავი არ დავახუროთ.
- შემწვარი ორაგული გადმოვიღოთ ლანგარზე.
- მაიონეზი გავხსნათ 1 ჩაის ჭიქა წყალში, დაუმატოთ წვრილათ დაჭრილი ქინძი და კამა,ჩავაჭყლიტოთ ნიორი.
- დაუმატოთ ყვითელი ყვავილი და მარილი.
- მიღებულ მასაში ჩავალაგოთ შემწვარი გაგრილებული ორაგული და ზევიდან მოვასხათ ორაგულის შეწვის დროს დარჩენილი ცხიმი.