ყაბაყის აჯაფსანდალი ბრინჯით
ყაბაყის აჯაფსანდალი ბრინჯით
ინგრედიენტები:
- 1 ცალი ყაბაყი,
- 150 გრამი ბრინჯი (გრძელი),
- 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
- 3 ცალი ბულგარული წიწაკა,
- 2 ცალი სტაფილო,
- 1 ცალი ხახვი,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი შაშკვლავი,
- 5 გრამი რეჰანი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 5 გრამი ნიახური,
- 3 კბილი ნიორი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით წიწაკა მწარე,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ კუბიკებად.
- სტაფილო, ბულგარული წიწაკა გავასუფთაოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ წვრილ კუბიკებად.
- ხახვი, ოხრახუში, შაშკვლავი, რეჰანი, ქინძი, მწარე წიწაკა და ნიორი დავჭრათ წვრილად.
- ქვაბში ჩავასხათ ზეთის ნახევარი და ჩავყაროთ დაჭრილი ყაბაყი.
- ბულგარული წიწაკა, სტაფილო და ხახვი დავაყაროთ ყაბაყს ზევიდან.
- ბრინჯი გავრეცხოთ და მოვაყაროთ ზევიდან.
- დაჭრილი მწვანილის ნახევარი მოვაყაროთ გადანაწილებულად.
- მწარე წიწაკა, ნიორი მოვაყაროთ ზევიდან გადანაწილებულად.
- მოვასხათ დარჩენილი ზეთი, 1 ჩაის ჭიქა წყალი, მოვაყაროთ მარილი და შევდგათ დაბალ ცეცხლზე.
- 15 წუთის შემდეგ ამოურიოთ, ნახევარ ჩაის ჭიქა წყალში გავხსნათ პამიდვრის პასტა დაუმატოთ და ვადუღოთ კიდევ 5 წუთი.
- გადმოვდგათ ცეცხლიდან დაუმატოთ მარილი, დარჩენილი მწვანილის ნახევარი და ამოურიოთ.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.