ჭარხალი ტყემლით
ჭარხალი ტყემლით
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ჭარხალი,
- 1/4 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- 5 გრამი ქინძი,
- გემოვნებით ტყემლის საწებელი,
- გემოვნებით დაფქული წითელი წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ჭარხალი გავრეცხოთ და მოვხარშოთ.
- ქინძი დავჭრათ წვრილად.
- მოხარშული ჭარხალი გავთალოთ და დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად.
- სასალათეში მოვათავსოთ ჭარხალი, დაუმატოთ ქინძი, ხმელი ქინძი, წიწაკა, ტყემლის საწებელი, მარილი და აურიოთ ერთმანეთში.