შემწვარი სკუმბრია
შემწვარი სკუმბრია
ინგრედიენტები:
- 2 ცალი სკუმბრია,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 150 გრამი პურის ფქვილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- სკუმბრია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5 წუთი.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- სკუმბრიის ნაჭრები ამოვსვაროთ პურის ფქვილში ყველა მხრიდან.
- გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ სკუმბრიის ნაჭრები და შევწვათ ყველა მხრიდან ისე რომ, ტაფას არ დავახუროთ თავსახური.
- შემწვარი სკუმბრია გადმოვიღოთ ლანგარზე დაველოდოთ გაგრილებას და მივირთვათ ტყემლის საწებელთან ერთად.
- გემრიელად მიირთვით.