შემწვარი სკუმბრია ბაჟეში
შემწვარი სკუმბრია ბაჟეში
ინგრედიენტები:
- 2 ცალი სკუმბრია,
- 150 გრამი ნიგოზი,
- 3 კბილი ნიორი,
- გემოვნებით დაფქული წითელი წიწაკა,
- 1 სუფრის კოვზი ღვინის ძმარი,
- 5 გრამი ქინძი,
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- გემოვნებით მარილი,
- 100 გრამი პურის ფქვილი.
მომზადება:
- სკუმბრია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5 წუთი.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- სკუმბრიის ნაჭრები ამოვსვაროთ პურის ფქვილში ყველა მხრიდან.
- გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ სკუმბრიის ნაჭრები და შევწვათ ყველა მხრიდან ისე რომ, ტაფას არ დავახუროთ თავსახური.
- შემწვარი სკუმბრია გადმოვიღოთ ლანგარზე დაველოდოთ გაგრილებას.
- ნიგოზი და ნიორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- ქინძი დავჭრათ წვრილად.
- ავიღოთ საშუალო ზომის სასალათე მოვათავსოთ გატარებული ნიგოზი, ნიორი და წვრილად დაჭრილი ქინძი.
- მოვაყაროთ ხმელი ქინძი, დაფქული წითელი წიწაკა, მარილი, მოვასხათ ძმარი, დაუმატოთ 1,5 ჩაის ჭიქა წყალი და კარგად აურიოთ ერთმანეთში.
- მომზადებულ ბაჟეში ჩავალაგოთ შემწვარი სკუმბრიის ნაჭრები.
- გემრიელად მიირთვით.