შემწვარი ორაგული
უგემრიელესი შემწვარი ორაგული.
ინგრედიენტები:
- 800 გრამი ორაგული,
- 200 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 200 გრამი ხორბლის ფქვილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ორაგული გავასუფთავოთ გავრეცხოთ და დავჭრათ მოზრდილ ნაჭრებათ.
- დავაყაროთ მარილი ორივე მხრიდან და გავაჩეროთ 4-5 წუთი.
- თითოეული ნაჭერი კარგად ამოვავლოთ პურის ფქვილში.
- გავაცხელოთ ტაფა დავასხათ მცენარეული ზეთი.
- დავალაგოთ ფქვილში ამოვლებული ნაჭრები გახურებულ ტაფაზე და შევწვათ ორივე მხრიდან.
- შეწვის დროს ტაფას სახურავი არ დავახუროთ.
- შემწვარი ორაგული გადმოვიღოთ ლანგარზე, დაველოდოთ გაგრილებას და შემდეგ მივიტანოთ სუფრასთან.