შემწვარი ბადრიჯანი ნივრით
შემწვარი ბადრიჯანი ნივრით
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ბადრიჯანი,
- 5 კბილი ნიორი,
- 150 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ბადრიჯანი დავჭრათ გრძელ თხელ ნაჭრებად დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 5-7 წუთი და შემდეგ გავწუროთ.
- ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ორივე მხრიდან.
- დაჭყლეტილი ნიორი მოვათავსოთ თასში, დაუმატოთ 20-30 მლ წყალი და აურიოთ.
- შემწვარი ბადრიჯანი ამოვიღოთ ლანგარზე და მოვასხათ ნივრის ნაყენი.
- გემრიელად მიირთვით.