პასტა და ბურღულეული

იმერული მჭადი, ტრადიციული რეცეპტი.

იმერული მჭადი

იმერული მჭადი

იმერული მჭადი

ინგრედიენტები:

  • 400 გრამი სიმინდის ფქვილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. სიმინდის ფქვილი გავცრათ საცერში.
  2. მოვათავსოთ თასში დაუმატოთ მარილი და წყალი.
  3. მოვზილოთ ცომი.
  4. დავდგათ ტაფა ცეცხლზე და კარგად გავაცხელოთ.
  5. გავაკეთოთ ცომისგან მრგვალი ბრტყელი ფორმა, დავაკრათ ტაფაზე და მჭადის გვერდები ბოლომდე მივიყვანოთ ტაფის გვერდებამდე ხელის დაჭერით.
  6. მჭადი შუაში ჩავჩხვლიტოთ თითით.
  7. დაუწიოთ ცეცხლს და დავაფაროთ თავსახური ტაფას 15 წუთით.
  8. 15 წუთის შემდეგ მოვხადოთ თავსახური ტაფას, დაველოდოთ თავის მოშრობას და შევანჯღრიოთ, თუ მჭადის გვერდები მოძვრება ტაფას თავისუფლად შეგვიძლია ამოვაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდანაც 15 წუთის განმავლობაში.
  9. მჭადი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
5/5 (1 Review)

Related Posts