ბოსტნეული, სალათები

ბოსტნეულის ტორტი გული, რეცეპტი.

ბოსტნეულის ტორტი გული

ბოსტნეულის ტორტი გული

ბოსტნეულის ტორტი გული

ინგრედიენტები:

  • 180 მილილიტრი მაიონეზი,
  • 4 ცალი კარტოფილი,
  • 2 ცალი სტაფილო,
  • 1 ცალი კვერცხი,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 1 ცალი ბროწეული,
  • 2 ცალი კიტრის მარინადი,
  • 1 ცალი ჭარხალი,
  • 20 გრამი კამა,
  • 5 გრამი ქინძი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კარტოფილი გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  2. ჭარხალი გავრეხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  3. სტაფილო გავრეცხოთ, მოვხარშოთ, გავფცქვნათ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
  4. კვერცხი მოვხარშოთ, გავფცქვნათ და დავჭრათ წვრილად.
  5. ხახვი გავარჩიოთ და დავჭრათ წვრილად.
  6. 5 გრამი ქინძი და 5 გრამი კამა დავჭრათ წვრილად.
  7. კიტრის მარინადი დავჭრათ წვრილად.
  8. ბროწეული გავარჩიოთ.
  9. ავიღოთ ლანგარი, მოვათავსოთ გახეხილი კარტოფილი და მივცეთ გულის ფორმა.
  10. მოვაყაროთ შავი პილპილი, მარილი და გადაუსვათ მაიონეზი.
  11. მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კვერცხი და მწვანილები.
  12. მოვაყაროთ დაჭრილი კიტრის მარინადი.
  13. მოვაყაროთ გახეხილი სტაფილო.
  14. მოვაყაროთ გახეხილი ჭარხალი, მარილი, შავი პილპილი და გადაუსვათ მაიონეზი.
  15. გარჩეული ბროწეულის მარცვლები მივაწეპოთ გულს ყველა მხრიდან.
  16. ტორტის გარშემო მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი კამა.
  17. გემრიელად მიირთვით.
4/5 (1 Review)

Related Posts