პიცა
პიცა
ინგრედიენტები:
- 250 გრამი ძეხვი (სალიამი),
- 350 გრამი ყველი,
- 2 ცალი პამიდორი,
- 2 ცალი ბულგარული წიწაკა,
- ცომისთვის:
- 300 გრამი პურის ფქვილი,
- 20 გრამი საფუარი,
- გემოვნებით მარილი,
- სოუსისთვის:
- 150 გრამი პამიდორი,
- 2 კბილი ნიორი,
- 20 გრამი შაშკვლავი,
- 30 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ცომი:
- ფქვილი, მარილი, საფუარი ჩავყაროთ ჯამში დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ რბილი ცომი.
- გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ 40 წუთი.
- სოუსი:
- პამიდორს დავასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 5 წუთი გავფცქვნათ და დავაბლენდეროთ.
- შაშკვლავი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი დავჭრათ წვრილად.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი დავყაროთ ნიორი და მოვშუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში.
- დაუმატოთ დაბლენდერებული პამიდორი, შაშკვლავი, მარილი, შავი პილპილი და ვშუშოთ 5-7 წუთის განმავლობაში.
- რომ გაგრილდება სოუსი გავატაროთ საცერში.
- სოუსი მზადაა.
- პიცა:
- ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
- ძეხვი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
- ბულგარული წიწაკა დავჭრათ მრგვალად.
- პამიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
- ცომი რომ ამოვა ავიღოთ გუნდა და გავაბრტყელოთ მრგვალ ფორმად დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქეზე.
- ცომი მოვათავსოთ ჟარონაზე.
- გადაუსვათ მომზადებული სოუსი.
- დავაყაროთ გახეხილი ყველი.
- დავალაგოთ ძეხვი, ბულგარული წიწაკა, პამიდორი.
- ისევ დავაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში ან პიცის საცხობში.
- მომზადების შემდეგ პიცა გადმოვიღოთ ლანგარზე დავჭრათ და მივირთვად ცხლად.
- გემრიელათ მიირთვით.