მოხარშული გოგრა
მოხარშული გოგრა
ინგრედიენტები:
- 1 ცალი გოგრა,
- გემოვნებით შაქარი.
მომზადება:
- გოგრა გავრეცხოთ და გავჭრათ შუაზე.
- ამოვაცალოთ გულსართი და დავჭრათ სასურველი ზომის ნაჭრებად.
- ავიღოთ ქვაბი, ჩავდოთ ამოტრიალებული თეფში და დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი.
- ქვაბში ჩავალაგოთ გოგრის ნაჭრები ისე რომ ქერქი მოექცეს ზედა მხარეს და შევდგათ დაბალ ცეცხლზე.
- ვხარშოთ 15-20 წუთის განმავლობაში.
- მოხარშული გოგრა გადმოვიღოთ ლანგარზე და მოვაყაროთ შაქარი.