ლობიო ქოთანში
ლობიო ქოთანში
ინგრედიენტები:
- 500 გრამი ლობიო,
- 3 გრამი ხახვი,
- 3 კბილი ნიორი,
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 10 გრამი ნიახური,
- 10 გრამი ქონდარი,
- 5 გრამი კამა,
- 5 გრამი რეჰანი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- მწვანილი დავჭრათ წვრილად.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი დავჭრათ წვრილად.
- ლობიო გავარჩიოთ, ჩავყაროთ ქვაბში, გავრეცხოთ, დავასხათ წყალი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- რომ ადუღდება 5 წუთის შემდეგ გადაუწუროთ წყალი, ჩავასხათ ახალი წყალი და ისევ შევდგათ ცეცხლზე.
- დაუმატოთ დაფნის ფოთოლი, 50 გრამი ზეთი, ნიორი და მწვანილის ნახევარი.
- სანამ ლობიო იხარშება ხახვი მოვშუშოთ ტაფაზე მცენარეულ ზეთში.
- მოხარშვის შემდეგ ლობიო ამოვლესოთ.
- ჩაუმატოთ მწვანილების ნახევარი, შემწვარი ხახვი, მარილი, წიწაკა და ამოურიოთ.
- კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვად ცხლად.
- გემრიელათ მიირთვით.