კატლეტი საქონლის ფარშით
კატლეტი საქონლის ფარშით
ინგრედიენტები:
- 500 გრამი საქონლის ხორცის ფარში,
- 3 ცალი ხახვი,
- 1 ცალი კარტოფილი,
- 2 კბილი ნიორი,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი ქინძი,
- 1 ცალი კვერცხი,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ხახვი, კარტოფილი მწვანილები და ნიორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- თასში მოვათავსოთ ფარში, გატარებული მასა, დაუმატოთ კვერცხი, წიწაკა, მარილი და აურიოთ.
- გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, გავაკეთოთ ფარშისგან მრგვალი ბრტყელი ფორმები და დავალაგოთ ტაფაზე.
- კატლეტი შევწვათ ორივე მხრიდან.
- კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- გემრიელათ მიირთვით.