Уха უკრაინულად
Уха უკრაინულად
ინგრედიენტები:
- 1 ცალი თევზის თავი,
- 2 ცალი პამიდორი,
- 4 ცალი კარტოფილი,
- 3 კბილი ნიორი,
- 1 ცალი ბულგარული წიწაკა,
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი,
- 1 კონა ოხრახუში,
- გემოვნებით შავი პილპილის მარცვლები,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- თევზის თავი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ და დავჭრათ.
- კარტოფილი გავთალოთ გავრეცხოთ და დავჭრათ გრძელ მსხვილ ნაჭრებად.
- ბულგარულ წიწაკას გამოვაცალოთ შიგთავსი და გავჭრათ სიგრძეზე 4 ნაჭრად.
- ავიღოთ საშუალო ზომის ქვაბი ჩავაწყოთ თევზის ნაჭრები,დაუმატოთ კარტოფილი, პამიდორი, ხახვი(მთლიანი თავები), ნიორი (მთლიანი კბილი), ბულგარული წიწაკა, შავი პილპილის მარცვლები, დაფნა და ძაფით შეკრული ოხრახუში.
- ქვაბში ჩავასხათ წყალი და შევდგათ ცეცხლზე, დუღილის დროს მოვხადოთ ქაფი.
- ვადუღოთ 25 წუთი, დაუმატოთ მარილი, გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.