სუპ-ხარჩო
სუპ-ხარჩო
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი საქონლის ხორცი (მჭლე),
- 200 გრამი ბრინჯი,
- 5 ცალი ხახვი,
- 15 გრამი ქინძი,
- 15 გრამი ოხრახუში,
- 3 კბილი ნიორი,
- 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
- 1 ჩაის კოვზი წიწაკა დაფქული,
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილის სუნელი,
- 1 ჩაის კოვზი უცხო სუნელი,
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ხორცი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად, გავრეცხოთ და მოვათავსოთ ქვაბში.
- დავასხათ წყალი იმდენი რომ გაივსოს ქვაბის ორი/მესამედი და შემოვდგათ ცეცხლზე(ხარშვის დროს მოვხადოთ ქაფი).
- სანამ ხორცი იხარშება ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ქინძი დავჭრათ წვრილად.
- ოხრახუში დავჭრათ წვრილად.
- ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- ხორცი რომ მოიხარშება დაუმატოთ გარეცხილი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი ხახვი, დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილების ნახევარი და ვხარშოთ კიდევ 15-20 წუთი დაბალ ცეცხლზე.
- დაუმატოთ პამიდვრის პასტა, დაფქული წიწაკა, ყვითელი ყვავილის სუნელი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძის სუნელი და ვხარშოთ კიდევ 5 წუთი.
- დაუმატოთ მარილი გემოვნებით, მწვანილის დარჩენილი ნახევარი, ამოურიოთ და გადმოვდგათ ცეცხლიდან.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვად ცხლად.
- გემრიელათ მიირთვით.