სტაფილოს კატლეტი
სტაფილოს კატლეტი
ინგრედიენტები:
- 500 გრამი სტაფილო,
- 2 ცალი ხახვი,
- 2 სუფრის კოვზი პურის ფქვილი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- სტაფილო მოვხარშოთ, გავწმინდოთ და გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ ზეთში.
- სასალათეში მოვათავსოთ სტაფილო, ხახვი, ფქვილი, მარილი, შავი, პილპილი და აურიოთ კარგად.
- გავახუროთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, სტაფილოს მასისგან გავაკეთოთ ბრტყელი მრგვალი ფორმის კატლეტები.
- კატლეტები ამოვავლოთ პურის ფქვილში და შევწვათ ორივე მხრიდან.