აძენძილი ბადრიჯანი
აძენძილი ბადრიჯანი
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი ბადრიჯანი,
- 250 გრამი ბულგარული წიწაკა,
- 400 გრამი პამიდორი,
- 200 გრამი ხახვი,
- 5 კბილი ნიორი,
- 10 გრამი რეჰანი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 250 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ბადრიჯანი დავჭრათ გრძელ თხელ ნაჭრებად დავაყაროთ მარილი, გავაჩეროთ 5-7 წუთი და შემდეგ გავწუროთ.
- ნიორი გავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ბულგარული წიწაკა დავჭრათ წვრილად.
- ოხრახუში, რეჰანი და მწარე წიწაკა დავჭრათ წვრილად.
- პამიდორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში ან დავაბლენდეროთ.
- გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შევწვათ ბადრიჯანი ორივე მხრიდან.
- შემწვარი ბადრიჯანი გავჭრათ სიგრძეზე რამოდენიმე ნაწილად.
- ტაფაზე მოვათავსოთ დაჭრილი ხახვი, ბულგარული წიწაკა და ჩავშუშოთ.
- დაუმატოთ აძენძილი ბადრიჯანი და ვშუშოთ კიდევ 5 წუთი დაბალ ცეცხლზე.
- დაუმატოთ გატარებული პამიდორი კერძს და გავაჩეროთ კიდევ 5 წუთი საშუალო ცეცხლზე.
- გადმოვდგათ კერძი ცეცხლიდან და დაუმატოთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი ოხრახუში, რეჰანი, მწარე წიწაკა და აურიოთ.
- კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.