მჭადი
მჭადი
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი სიმინდის ფქვილი,
- 250 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- სიმინდის ფქვილი გავცრათ საცერში.
- მოვათავსოთ თასში დაუმატოთ მარილი და წყალი.
- მოვზილოთ ცომი.
- დავდგათ ტაფა საშუალო ცეცხლზე და დავასხათ მცენარეული ზეთი.
- გავაკეთოთ ცომისგან საშუალო ზომის ბურთულები.
- ბურთულებს მივცეთ ბრტყელი მოგრძო ფორმა, ფრთხილად დავალაგოთ ტაფაზე და ორივე მხრიდან შევწვათ.
- მჭადი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.