ბორში
ბორში
ინგრედიენტები:
- 300 გრამი კომბოსტო,
- 3 ცალი ჭარხალი,
- 2 ცალი სტაფილო,
- 2 ცალი ხახვი,
- 3 ცალი კარტოფილი,
- 2 კბილი ნიორი,
- 2 ცალი დაფნის ფოთოლი,
- 10 გრამი ქინძი,
- 10 გრამი ოხრახუში,
- 5 გრამი ნიახური,
- 2 სუფრის კოვზი პამიდვრის პასტა,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- კომბოსტო დავჭრათ წვრილ გრძელ ნაჭრებად.
- ხახვი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი დავჭრათ წვრილად.
- ქინძი, ოხრახუში, ნიახური დავჭრათ წვრილად.
- კარტოფილი დავჭრათ მსხვილ კუბიკებად.
- ჭარხალი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- სტაფილო გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ქვაბში ჩავასხათ მცენარეული ზეთი ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი და მოვშუშოთ.
- დაუმატოთ კომბოსტო, დავასხათ 1 ჩაის ჭიქა წყალი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- კომბოსტო რომ ჩაითუთქება დაუმატოთ მსხვილად დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთოლი და წყალი ისე რომ კარტოფილი გადაიფაროს.
- 5-7 წუთის შემდეგ დაუმატოთ მწვანილის ნახევარი და შევავსოთ ქვაბი წყლით.
- რომ ადუღდება დაუმატოთ დაჭრილი ნიორი და ტომატ პასტა.
- 3-4 წუთი დუღილის შემდეგ დაუმატოთ გახეხილი სტაფილო და ჭარხალი.
- წამოვადუღოთ, გადმოვდგათ ცეცხლიდან და დაუმატოთ დარჩენილი მწვანილი.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.
- სურვილისამებრ შეგვიძლია დაუმატოთ არაჟანი მირთმევის წინ.