ჰამბურგერიPrep time: 20 minsCook time: 10 minsTotal time: 30 mins

- Ingredients
- კატლეტისთვის:
- 200 გრამი საქონლის ხორცის ფარში
- 2 ცალი ხახვი
- 1 ცალი კარტოფილი
- 2 კბილი ნიორი
- 5 გრამი ქინძი
- 5 გრამი ოხრახუში
- 1 ცალი კვერცხი
- გემოვნებით წიწაკა
- გემოვნებით მარილი
- ჰამბურგერისთვის:
- 6 ცალი ჰამბურგერის ფუნთუშა
- 6 ცალი ჩვენს მიერ მომზადებული კატლეტი
- 12 ცალი სალათის ფურცლები
- 1 ცალი ხახვი
- 1 ცალი პამიდორი
- გემოვნებით კიტრის მარინადი
- გემოვნებით პამიდვრის საწებელა
- გემოვნებით მაიონეზი
- Directions
- კატლეტი:
- ხახვი, კარტოფილი მწვანილები და ნიორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- თასში მოვათავსოთ ფარში, გატარებული მასა, დაუმატოთ კვერცხი, წიწაკა, მარილი და აურიოთ.
- გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, გავაკეთოთ ფარშისგან მრგვალი ბრტყელი ფორმები და დავალაგოთ ტაფაზე.
- კატლეტი შევწვათ ორივე მხრიდან.
- ჰამბურგერი:
- ხახვი დავჭრათ მთლიან მრგვალ ნაჭრებად.
- პამიდორი დავჭრათ მთლიან მრგვალ ნაჭრებად.
- კიტრის მარინდადი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
- ავიღოთ თეფში დავდოთ გაჭრილი ფუნთუშის ქვედა მხარე და გადაუსვათ სასურველი რაოდენობის პამიდვრის საწებელა.
- დავალაგოთ ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: სალათის ფურცელი, პამიდორი, კატლეტი, ხახვი, სალათის ფურცელი, გადაუსვათ მაიონეზი, პამიდორი, კიტრის მარინადი და დავადოთ გაჭრილი ფუნთშის ზედა მხარე.
- გემრიელათ მიირთვით.
Yield6 ცალი
Serving size: 6
Calories per serving: 320
Fat per serving: ?