ჰამბურგერი
ჰამბურგერი
ინგრედიენტები:
- კატლეტისთვის:
- 200 გრამი საქონლის ხორცის ფარში,
- 2 ცალი ხახვი,
- 1 ცალი კარტოფილი,
- 2 კბილი ნიორი,
- 5 გრამი ქინძი,
- 5 გრამი ოხრახუში,
- 1 ცალი კვერცხი,
- გემოვნებით წიწაკა,
- გემოვნებით მარილი,
- ჰამბურგერისთვის:
- 6 ცალი ჰამბურგერის ფუნთუშა,
- 6 ცალი ჩვენს მიერ მომზადებული კატლეტი,
- 12 ცალი სალათის ფურცლები,
- 1 ცალი ხახვი,
- 1 ცალი პამიდორი,
- გემოვნებით კიტრის მარინადი,
- გემოვნებით პამიდვრის საწებელა,
- გემოვნებით მაიონეზი.
მომზადება:
- კატლეტი:
- ხახვი, კარტოფილი მწვანილები და ნიორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
- თასში მოვათავსოთ ფარში, გატარებული მასა, დაუმატოთ კვერცხი, წიწაკა, მარილი და აურიოთ.
- გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, გავაკეთოთ ფარშისგან მრგვალი ბრტყელი ფორმები და დავალაგოთ ტაფაზე.
- კატლეტი შევწვათ ორივე მხრიდან.
- ჰამბურგერი:
- ხახვი დავჭრათ მთლიან მრგვალ ნაჭრებად.
- პამიდორი დავჭრათ მთლიან მრგვალ ნაჭრებად.
- კიტრის მარინდადი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
- ავიღოთ თეფში დავდოთ გაჭრილი ფუნთუშის ქვედა მხარე და გადაუსვათ სასურველი რაოდენობის პამიდვრის საწებელა.
- დავალაგოთ ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: სალათის ფურცელი, პამიდორი, კატლეტი, ხახვი, სალათის ფურცელი, გადაუსვათ მაიონეზი, პამიდორი, კიტრის მარინადი და დავადოთ გაჭრილი ფუნთშის ზედა მხარე.
- გემრიელათ მიირთვით.