სხვა, ხორცეული

ჩისბურგერი, მარტივი კერძის რეცეპტი.

ჩისბურგერი

ჩისბურგერი

ჩისბურგერი

ინგრედიენტები:

  • კატლეტისთვის:
  • 200 გრამი საქონლის ხორცის ფარში,
  • 2 ცალი ხახვი,
  • 1 ცალი კარტოფილი,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 5 გრამი ქინძი,
  • 5 გრამი ოხრახუში,
  • 1 ცალი კვერცხი,
  • გემოვნებით წიწაკა,
  • გემოვნებით მარილი,
  • ჩისბურგერისთვის:
  • 6 ცალი ჩისბურგერის ფუნთუშა,
  • 6 ცალი ჩვენს მიერ მომზადებული კატლეტი,
  • 12 ნაჭერი ყველი,
  • 12 ცალი სალათის ფურცლები,
  • 1 ცალი ხახვი,
  • 1 ცალი პამიდორი,
  • გემოვნებით კიტრის მარინადი,
  • გემოვნებით პამიდვრის საწებელა,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. კატლეტი:
  2. ხახვი, კარტოფილი მწვანილები და ნიორი გადავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში.
  3. თასში მოვათავსოთ ფარში, გატარებული მასა, დაუმატოთ კვერცხი, წიწაკა, მარილი და აურიოთ.
  4. გავაცხელოთ ტაფა, დავასხათ მცენარეული ზეთი, გავაკეთოთ ფარშისგან მრგვალი ბრტყელი ფორმები და დავალაგოთ ტაფაზე.
  5. კატლეტი შევწვათ ორივე მხრიდან.
  6. ჩისბურგერი:
  7. ხახვი დავჭრათ მთლიან მრგვალ ნაჭრებად.
  8. პამიდორი დავჭრათ მთლიან მრგვალ ნაჭრებად.
  9. კიტრის მარინდადი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
  10. ავიღოთ თეფში დავდოთ გაჭრილი ფუნთუშის ქვედა მხარე და გადაუსვათ სასურველი რაოდენობის მაიონეზი.
  11. დავალაგოთ ინგრედიენტები შემდეგი თანმიმდევრობით: კიტრის მარინადი, სალათის ფურცელი, ყველი, პამიდორი, კატლეტი, ხახვი, ყველი, პამიდორი, სალათის ფურცელი.
  12. სალათის ფურცელზე გადაუსვათ პამიდვრის საწებელა და დავადოთ გაჭრილი ფუნთშის ზედა მხარე.
  13. გემრიელათ მიირთვით.
5/5 (1 Review)