შემწვარი სკუმბრია მაიონეზში
შემწვარი სკუმბრია მაიონეზში
ინგრედიენტები:
- 1 ცალი სკუმბრია,
- 200 მილილიტრი მაიონეზი,
- 100 გრამი პურის ფქვილი,
- 5 გრამი კამა,
- 5 გრამი ქინძი,
- 4 კბილი ნიორი,
- 1 ჩაის კოვზი ყვითელი ყვავილი (სუნელი),
- 1 ჩაის კოვზი ხმელი ქინძი,
- 100 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- სკუმბრია გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად მოვაყაროთ მარილი და გავაჩეროთ 5 წუთი.
- ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და შემოვდგათ საშუალო ცეცხლზე.
- სკუმბრიის ნაჭრები ამოვსვაროთ პურის ფქვილში ყველა მხრიდან.
- გახურებულ ტაფაზე დავალაგოთ სკუმბრიის ნაჭრები და შევწვათ ყველა მხრიდან ისე რომ, ტაფას არ დავახუროთ თავსახური.
- შემწვარი სკუმბრია გადმოვიღოთ ლანგარზე დაველოდოთ გაგრილებას.
- კამა დავჭრათ წვრილად.
- ქინძი დავჭრათ წვრილად.
- ნიორი გადავატაროთ ნიორსაჭყლეტში.
- სასალათეში მოვათავსოთ მაიონეზი, ქინძი, კამა, ყვითლელი ყვავილი, ხმელი ქინძი, მარილი, დაჭყლეტილი ნიორი, დავასხათ 1.5 ჩაის ჭიქა ცივი წყალი და კარგად აურიოდ.
- საშუალო ზომის ქვაბში ჩავასხათ გამზადებული მაიონეზის წვენი და ჩავალაგოთ გაგრილებული შემწვარი სკუმბრია.
- გემრიელად მიირთვით.