ყაბაყის რგოლები
ყაბაყის რგოლები
ინგრედიენტები:
- 1 ცალი ყაბაყი (დიდი),
- 200 გრამი ხაჭო,
- 200 გრამი ყველი,
- 2 ცალი კვერცხი,
- 2 ცალი მწვანე ხახვი,
- 200 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
- 100 გრამი საფანელი,
- გემოვნებით შავი პილპილი,
- გემოვნებით მარილი.
მომზადება:
- ყაბაყი გავრეცხოთ, გავთალოთ და დავჭრათ მსხვილ რგოლებად.
- ამოვჭრათ რგოლებიდან შიგთავსი.
- ყველი გავხეხოთ მსხვილ სახეხზე.
- ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვშუშოთ მცენარეულ ზეთში.
- სასალათეში მოვათავსოთ გახეხილი ყველი, ხაჭო,მოშუშული ხახვი, მარილი, შავი პილპილი და კარგად გადაურიოთ.
- მიღებული მასით ამოვავსოთ რგოლები და შევდგათ მაცივარში 10-15 წუთის განმავლობაში.
- ავთქვიფოთ კვერცხი, მომზდებული რგოლები ამოვავლოთ კვერცხში შემდეგ საფანელში.
- გახურებულ ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი, დავალაგოთ ამოვლებული რგოლები და შევწვათ ორივე მხრიდან.
- მომზადებული კერძი გადმოვიღოთ ლანგარზე და მივირთვათ ცხლად.