ცომეული

პიცა, პოპულარული იტალიური კერძის რეცეპტი.

პიცა

პიცა

პიცა

ინგრედიენტები:

  • 250 გრამი ძეხვი (სალიამი),
  • 350 გრამი ყველი,
  • 2 ცალი პამიდორი,
  • 2 ცალი ბულგარული წიწაკა,
  • ცომისთვის:
  • 300 გრამი პურის ფქვილი,
  • 20 გრამი საფუარი,
  • გემოვნებით მარილი,
  • სოუსისთვის:
  • 150 გრამი პამიდორი,
  • 2 კბილი ნიორი,
  • 20 გრამი შაშკვლავი,
  • 30 მილილიტრი მცენარეული ზეთი,
  • გემოვნებით შავი პილპილი,
  • გემოვნებით მარილი.

მომზადება:

  1. ცომი:
  2. ფქვილი, მარილი, საფუარი ჩავყაროთ ჯამში დავასხათ თბილი წყალი და მოვზილოთ რბილი ცომი.
  3. გადავაფაროთ ჩაის ტილო და გავაჩეროთ 40 წუთი.
  4. სოუსი:
  5. პამიდორს დავასხათ ადუღებული წყალი, გავაჩეროთ 5 წუთი გავფცქვნათ და დავაბლენდეროთ.
  6. შაშკვლავი დავჭრათ წვრილად.
  7. ნიორი დავჭრათ წვრილად.
  8. ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი დავყაროთ ნიორი და მოვშუშოთ 2-3 წუთის განმავლობაში.
  9. დაუმატოთ დაბლენდერებული პამიდორი, შაშკვლავი, მარილი, შავი პილპილი და ვშუშოთ 5-7 წუთის განმავლობაში.
  10. რომ გაგრილდება სოუსი გავატაროთ საცერში.
  11. სოუსი მზადაა.
  12. პიცა:
  13. ყველი გავხეხოთ წვრილ სახეხზე.
  14. ძეხვი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
  15. ბულგარული წიწაკა დავჭრათ მრგვალად.
  16. პამიდორი დავჭრათ თხელ ნაჭრებად.
  17. ცომი რომ ამოვა ავიღოთ გუნდა და გავაბრტყელოთ მრგვალ ფორმად დაახლოებით 1 სანტიმეტრის სისქეზე.
  18. ცომი მოვათავსოთ ჟარონაზე.
  19. გადაუსვათ მომზადებული სოუსი.
  20. დავაყაროთ გახეხილი ყველი.
  21. დავალაგოთ ძეხვი, ბულგარული წიწაკა, პამიდორი.
  22. ისევ დავაყაროთ გახეხილი ყველი და შევდგათ ღუმელში ან პიცის საცხობში.
  23. მომზადების შემდეგ პიცა გადმოვიღოთ ლანგარზე დავჭრათ და მივირთვად ცხლად.
  24. გემრიელათ მიირთვით.
4/5 (3 Reviews)