კივის ჯემი
კივის ჯემი
ინგრედიენტები:
- 1 კილოგრამი კივი,
- 1 ცალი ლიმონი,
- 1 კილოგრამი შაქარი.
მომზადება:
- ლიმონი გავჭრათ შუაზე და გამოვწუროთ წვენი.
- კივი გავთალოთ, დავჭრათ წვრილად და მოვათავსოთ ბლენდერში.
- ავიღოთ ემალირებული ქვაბი ჩავასხათ დაბლენდერებული კივი, დაუმატოთ ლიმნის წვენი, შაქარი, ამოურიოთ და დავდგათ დაბალ ცეცხლზე.
- რომ ადუღდება ურიოთ ხშირად რომ არ მიიკრას ქვაბზე.
- ჯემი ვადუღოთ მომზადებამდე (სანამ არ მიიღებს მუქ გამჭვირვალე მწვანე ფერს)
- მომზადებული ჯემი ცხელ-ცხელი ჩავასხათ ქილებში, ბოლომდე ავავსოთ და დავახუროთ ხრახნიანი თავსახური (ქილები და თავსახური უნდა იყოს მშრალი).
- ჯემი შევინახოთ გრილ და მზისგან მოშორებულ ადგილას.
- გემრიელათ მიირთვით.