ბლინები ბანანით და შოკოლადით.
სირთულე
მარტივი
დრო
45 წუთი
ულუფა
4
კალორია
752 კკალ.
ინგრედიენტები:
- 3 ცალი ბანანი,
- ბლინებისთვის:
- 4 ცალი კვერცხი,
- 500 მილილიტრი რძე ან წყალი,
- 2 სუფრის კოვზი შაქარი,
- 10 გრამი სოდა,
- 1 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი,
- 2 ჩაის ჭიქა პურის ფქვილი,
- 1 წკირი მარილი,
- მინანქრისთვის:
- 2 სუფრის კოვზი კაკაოს ფხვნილი,
- 0.5 ჩაის ჭიქა შაქარი,
- 25 გრამი კარაქი,
- 1 სუფრის კოვზი თაფლი,
- 2 სუფრის კოვზი წყალი,
- 1 წკირი მარილი.
მომზადება:
- ბლინები:
- ავიღოთ საშუალო ზომის თასი.
- ჩავასხათ რძე ან წყალი,ჩავახალოთ კვერცხი,დაუმატოთ შაქარი, სოდა, მცენარეული ზეთი, პურის ფქვილი, მარილი და ავთქვიოთ მიქსერით.
- გავახუროთ ტაფა, მოუსვათ სამზარეულოს ფუნჯით ან მარლით მცენარეული ზეთი.
- დავასხათ ტაფის შუაში მიღებული სითხე იმდენი რომ ეყოს თქვენს მიერ შერჩეულ ტაფის ზომას.
- ვაბრუნოთ ტაფა ისე რომ სითხე გაიშალოს მთლიან ტაფაზე.
- დაახლოებით 10-15 წამის შემდეგ ამოვაბრუნოთ და შევწვათ მეორე მხრიდან.
- გავფცქვნათ ბანანი, გავჭრათ შუაზე. ნახევარ-ნახევარი ბანანი კიდევ გავჭრათ სიგრძეზე.
- ბანანი გადავახვიოთ ბლინებში და მოვათავსოთ ლანგაზე.
- მინანქარი:
- ავიღოთ პატარა ზომის თასი, ჩავასხათ წყალი, თაფლი, დაუმატოთ კაკაოს ფხვნილი, შაქარი, კარაქი, მარილი.
- შემოვდგათ დაბალ ცეცხლზე და ურიოთ გამუდმებით შაქრის სრულ გადნობამდე.
- მომზადებული მინანქარი მოვასხათ ბლინებზე.
- გემრიელად მიირთვით.